საერთაშორისო პროექტი - „ჩემი ევროპული ქალაქი“

კიდევ ერთი საერთაშორისო პროექტი - „ჩემი ევროპული ქალაქი“ .

ქართულ-ამერიკული სკოლის მოსწავლეებმა - სანდრო ნაზღაიძემ, ნია კახიანმა, სოფო მჭედლიშვილიმა, სოფია კერესელიძემ, რეზი ბუხაიძემ, ანდრია წილოსანმა, გიორგი მუკუტაძემ, სანდრო ხოდელმა, ანანო კენჭაძემ, ანა საკერმა და მასწავლებელმა, ეკატერინე ჭუჭულაშვილმა, მიიღეს მონაწილეობა საერთაშორისო პროექტში „ჩემი ევროპული ქალაქი: დემოკრატიის 100 ადგილი“.

პროექტი განხორციელდა კონრად ადენაუერის ფონდის და უკრაინის ეროვნული საზოგადოების კონგრესის მხარდაჭერით. #KonradAdenauerStiftungUkraine #КонгресснациональныхобщинУкраины

ბანაკის საქმიანობა მოიცავდა მასტერკლასებს, ვებინარებს, შემოქმედებით დავალებებსა და პროექტებზე მუშაობას.

სკოლა- ბანაკში იყო განხილული ისეთი თემები, როგორებიცა: ურბანისტიკა, პროექტის მენეჯმენტი, დემოკრატიული არქიტექტურა, ქალაქის იდენტობა და ა.შ.

ბანაკის დასრულებისას ჯგუფებმა შექმნეს დემოკრატიული ადგილების რუკები.

დასასრულს მონაწილეებმა მიიღეს საჩუქრები და სერტიფიკატები.

ვუსურვებთ კიდევ მეტ წარმატებას ჩვენი სკოლის მოსწავლეებს!