
30 დეკემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა მომავალი ფიზიკოსთა ფესტივალის ფინალური კონფერენცია, სადაც ქართულ-ამერიკული და ქართულ-ამერიკული უმაღ სკოლის QLab • STEM სკოლა-ის წევრებმა წარმატებით წარადგინეს საკუთარი პროექტები:
ულიანა ზაინეტდინოვა
თემა: "ენერგიის დანაკარგების შემცირება ინფორმაციის დამუშავებისას";
ალექსანდრე ნაზღაიძე
თემა: "კვანტური გადახლართულობა, როგორც ენერგიის წყარო".
ფესტივალის მონაწილეებმა თავად ამოარჩიეს მათი აზრით ფესტივალის საუკეთესო მონაწილე და გადასცეს მას ორგანზატორთა მიერ შეძენილი სპეციალური „მონაწილეთა სიმპატიის პრიზი".
წელს მისი მფლობელი გახდა ქართულ-ამერიკული სკოლის მოსწავლე ულიანა ზიანეტდინოვა!
მოსწავლეები მუშაობდნენ STEM კლუბების ხელმძღვანელების, გოგა სუქნიძისა და ლაშა დალაქიშვილის ხელმძღვანელობით.
ქართულ-ამერიკული სკოლა ამაყობს ულიანას, ალექსანდრეს და Q-Lab STEM კლუბის ყველა წევრის მიღწევებით. გისურვებთ კიდევ უფრო დიდ წარმატებებს და ახალი მწვერვალების დაპყრობას!