top of page

ევროპული სასწავლო ვიზიტი 2026

  • May 12
  • 1 min read

წარმატებით დასრულდა ქართულ-ამერიკული სკოლის (GAS) 31-კაციანი დელეგაციის ევროპული სასწავლო ვიზიტი, რომლის ფარგლებში IX-X კლასის მოსწავლეები ციურიხს, ბრიუსელსა და ამსტერდამს ესტუმრნენ. დელეგაციას ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები მეგი ტალახაძე და ანი კვერნაძე, ევროპული განათლების ასოციაციის (EEA) დამფუძნებელ გიორგი აგირბაიასთან ერთად.

ვიზიტის ფარგლებში მოსწავლეებმა მოინახულეს ევროპარლამენტი, ევროკომისია, პარლამენტარიუმი, ატომიუმი, Mini-Europe და ბელგიის პარლამენტი. განსაკუთრებული გამოცდილება აღმოჩნდა 9 მაისი - ევროპის დღე, რომლის ფარგლებში მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ სხვადასხვა საგანმანათლებლო და ინტერაქტიულ აქტივობაში.

დელეგაცია ასევე ესტუმრა ბრიუგეს - UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ქალაქს, ხოლო ამსტერდამში დაათვალიერა ქალაქის მთავარი ისტორიული და კულტურული ღირსშესანიშნაობები.

სასწავლო ვიზიტის დასასრულს მონაწილეებს ევროპული განათლების ასოციაციისგან (EEA) საზეიმოდ გადაეცათ სერტიფიკატები. მოსწავლეები საქართველოში მრავალფეროვანი გამოცდილებითა და დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით დაბრუნდნენ.



 
 

(+995) 032 221 616

(+995) 598 533 077 

(+995) 577 737 344

საქართველო, თბილისი
ვაკე-საბურთალო

ჭავჭავაძის გამზირი #7ა;

ნინო რამიშვილი #6

  • Schoolbook
  • Instagram
  • Facebook
  • Youtube
bottom of page