top of page

გერმანია 2017



საქართველოს მოსწავლეთა ნაკრები 16-22 აპრილს იმყოფებოდა გერმანიის ქ. შტუტგარტში ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც წელს ოცდამეოთხედ ჩატარდა. ახალგაზრდა მეცნიერები მსოფლიოს 29 ქვეყნიდან ერთმანეთს 5 სამეცნიერო კატეგორიაში ეჯიბრებოდნენ.

 

საქართველოს ნაკრები შედგებოდა ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის და ქართულ-ამერიკული სკოლის 10 მოსწავლისაგან.

  • ვერცხლის მედალი – თინათინ კამკამიძე და არჩილ გელენავა – სიცოცხლის მეცნიერებების კატეგორიაში;

  • ბრინჯაოს მედალი – მარიამ გიგაური – ფიზიკა;

  • ბრინჯაოს მედალი – მარიამ როსტომაშვილი – მათემატიკა; 

  • ბრინჯაოს მედალი – მამუკა კობახიძე და დავით გუდაძე – მათემატიკა;

  • სპეციალური პრიზი – გიორგი ბუგეჩაშვილი და თინათინ ლაღაძე – მათემატიკა.

კონფერენციის დასასრულს, დასკვნით საღამოზე ყველა ქვეყანამ წარმოადგინა საკუთარი კულტურული ნომერი. ქართველების ცეკვამ გიტარის აკომპანირებით დიდი მოწონება დაიმსახურა.მაისის თვეში, ჩვენი სკოლების მოსწავლეები, ახლა უკვე ამერიკაში დაიცავენ საქართველოს ღირსებას. წელს INTEL ISEF კალიფორნიის დედაქალაქ ლოს-ანჯელესში გაიმართება.

(+995) 032 221 616

(+995) 598 533 077 

(+995) 577 737 344

საქართველო, თბილისი
ვაკე-საბურთალო

ჭავჭავაძის გამზირი #7ა;

ნინო რამიშვილი #6

  • Schoolbook
  • Instagram
  • Facebook
  • Youtube
bottom of page