top of page
170329035043d071.jpg

კემბრიჯის საერთაშორისო გამოცდები ადასტურებს ინგლისური ენის ცოდნის კვალიფიკაციას სხვადასხვა დონეზე. კემბრიჯის გამოცდები ინგლისურში შექმნილია ენის შემსწავლელთათვის ყველა დონეზე - ელემენტარული დონიდან დაწყებული ინგლისური ენის ყველაზე მაღალი დონით დამთავრებული.

კემბრიჯის გამოცდები ზოგად, ბიზნეს - და იურიდიულ ინგლისურში ცნობილია მთელ მსოფლიოში და ფართოდ არის აღიარებული პროფესიული და აკადემიური მიზნებისათვის. კემბრიჯის გამოცდები შედგება ოთხი ნაწილისაგან – მოსმენა, საუბარი, კითხვა და წერა. კემბრიჯის ყველა გამოცდა შეესაბამება ენების საერთო ევროპული სტრუქტურის სტანდარტებს. ქულები მერყეობს ბაზისური A1 დონიდან უმაღლეს C2 დონემდე.

 

ეს გამოცდები არის მსოფლიოში წამყვანი გამოცდები ინგლისური ენის შესწავლის მსურველთათვის. ეს გამოცდები ჩაბარებული აქვს 3 მილიონზე მეტ ადამიანს 130 ქვეყანაში. კემბრიჯის სერტიფიკატი საშუალებას იძლევა მოიპოვოთ კოლეჯში ან უნივერსიტეტში ჩარიცხვის უფლება, გზას გიკვალავთ სამომავლო კარიერაში და გეხმარებათ შეამოწმოთ ენის ცოდნის დონე.

11 000-ზე მეტი დამსაქმებელი, უნივერსიტეტი და სამთავრობო სტრუქტურა მთელ მსოფლიოში აღიარებს კემბრიჯის საერთაშორისო კვალიფიკაციას. კემბრიჯის საერთაშორისო გამოცდები ტარდება გაზაფხულზე, ზაფხულსა და ზამთარში. საქართველოში კემბრიჯის გამოცდების ჩატარებას კემბრიჯის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით უზრუნველყოფს ბრიტანეთის საბჭო.

გამოცდის შედეგები ცნობილი ხდება გამოცდის დღიდან 5 - 7 კვირის განმავლობაში. პასუხები ხელმისაწვდომია ონლაინ რეჟიმში. პასუხების შემოწმების დეტალური პროცედურა ცხადდება გამოცდის დღეს. სერტიფიკატები გაიცემა გამოცდის დღიდან 3 თვეში.

bottom of page