ხარისხის მართვის მენეჯერი
· მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგანმანათლებლო პროგრამების დაგეგმვა და მათი პერიოდული ადაპტირება, დანერგვის პროცესის მონიტორინგი და შეფასება;
· საგანმანათლებლო-სასწავლო, პროფესიული განვითარების მიმართულებით მომუშავე თანამშრომელთა კომპეტენციის ხარისხის შეფასება; სკოლის მასწავლებლების პროფესიული საჭიროებების განსაზღვრა და პროფესიული განვითარება. მათი ამ საქმიანობის კუთხით რეკომენდაციების წარდგენა;
· სკოლაში მიმდინარე პროექტების, ღონისძიებების, საგნობრივი კათედრების მიერ დაგეგმილი აქტივობების კოორდინირება;
· სასწავლო პროცესის შინაარსობრივი მხარის ხარისხის მონიტორინგი, შესაბამისი რეკომენდაციებისა და მითითებების შემუშავება;
· ორგანიზაციაში მიმდინარე შინაარსობრივი, თემატური სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ ანგარიშის (ანალიზის) მომზადება და დირექტორთან წარდგენა;
· სკოლის თვითშეფასების პროცესში მონაწილეობა ხარისხის მართვის ჯგუფთან ერთად ყოველი სასწავლო წლის დასრულებისას, სკოლის გრძელვადიანი (6 წელი) და მოკლევადიანი (1 წლამდე) სტრატეგიული განვითარების გეგმის შემუშავება;
· ხარისხის მართვის ჯგუფთან და საგნობრივ კათედრებთან ერთად პროგრამების შემუშავება სკოლის მისიის შესაბამისად;
· სამუშაო შეხვედრების ორგანიზება და განხორციელება კათედრების ხელმძღვანელებთან და მასწავლებლებთან სასწავლო პროცესთან მიმდინარე საკითხებზე;
· პროფესიული ზედამხედველობის ქვეშ მყოფი მასწავლებლების შიდა საგაკვეთილო დაკვირვების მოსამზადებელ შეხვედრების ორგანიზება; გაკვეთილზე დაკვირვება, მასწავლებლების მიერ ჩატარებული გაკვეთილის განმავითარებელ შეფასების მოზმადება ხარისხის მართვის ჯგუფის წევრებთან ერთად;
· ხარისხის ჯგუფის მიერ შემუშავებული რეკომენდაციების გაცნობა მასწავლებლებისათვის ყველა საჭირო განმარტების გაცემა;
· ავტორიზაცია/აკრედიტაცია/ბრენდირებისთვის წარსადგენი თვითშეფასებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;
· მატერიალურ-ტექნიკური ბაზის (კომპიუტერების, სასწავლო ლაბორატორიების, ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდის და ა.შ.) მდგომარეობის ანალიზი და რეკომენდაციების გაწევა.