top of page
Animated-Flag-Tunisia.gif

ტუნისი 2021
I-Fest Projects Competition

2021 წლის 5-8 ნოემბერს უკვე მეთორმეტედ გაიმართა I-Fest Projects Competition.

I-Fest მსოფლიოს ახალგაზრდა მეცნიერთა უდიდესი კონფერენციაა აფრიკის კონტინენტზე, რომლეშიც წელს 40 ქვეყნის, 1000-ზე მეტი სტუდენტი მონაწიელობდა. მათ 450 პროექტი წარადგინეს 11 სექციაში.

უდიდესი წარმატებით გამოვიდა საქართველოს ნაკრები, რომელიც მთლიანად ქართულ-ამერიკული  სკოლის მოსწავლეებით იყო დაკომპლექტებული.

ქართველმა მოსწავლეებმა 2 პროექტი წარადგინეს მათემატიკის სექციაში.

1. Loci Using Three Fixed Points- მარიამ ანასაშვილი და გიორგი გოგიაშვილი.

2. Generalization of Van Schooten's Theorem-ანა ანდღულაძე და მარი ოკუჯავა.

ორივე პროექტმა ოქროს მედალი დაიმსახურა!

ერთ სექციაში ორი ოქრო - ეს პირველად მოხდა საქართველოს ისტორიაში!

საერთოდ კი ოქრო მხოლოდ 11 ქვეყნის წარმომადგენლებმა აიღეს,

მათი მოსახლეობების რაოდენობის გათვალისწინებით,საქართველო აბსოლუტურ პირველ ადგილზეა!

images.jpg
bottom of page