top of page
სკოლის სიმბოლო
ქართულ-ამერიკულ და ქართულ-ამერიკულ უმაღლეს სკოლებს აქვთ საერთო სიმბოლო, რომელიც შექმნილია სკოლების დამფუძნებლის, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორის - მამუკა მესხიშვილის მიერ. სიმბოლო წარმოადგენს ხუთი საერთო ცენტრის მქონე წრეწირზე მბრუნავ ორ პენტაგონს (წესიერ ხუთკუთხედს) , რომელთა ყოველი წვერო თითო-თითო წრეწირზე მოძრაობს. სიმბოლო ეფუძნება მესხიშვილის ზოგად თეორემას - იხილეთ, International Journal of Geometry , რომლის თანახმადაც, მოცემულ n კონცენტრულ წრეწირზე მბრუნავი წესიერი n-კუთხა მრავალკუთხედი მხოლოდ ორი არსებობს.
წრეები წარმოადგენენ სამყაროს შრეებს, სადაც ჩვენ სკოლებს ნებისმიერი სიმაღლეების დაპყრობა შეუძლიათ.
bottom of page
.png)
