ინგლისური ენის სახელმძღვანელოები

English Language Art

საერთაშორისო საგანმანათლებლო დაწესებულებების მოთხოვნების საფუძველზე ELA-,,ინგლისური ენის ლიტერატურა”-ის საგანი ისწავლება ინგლისურენოვან ქვეყნებში. იგი მოიცავს ენის განვითარების ყველა სფეროს, ორიენტირებულია ენობრივი უნარ-ჩვევების დახვეწაზე (მოსმენა, საუბარი, კითხვა, წერა, გრამატიკა და ფონეტიკა), კრიტიკული აზროვნების, პრობლემის გადაჭრისა და ანალიტიკური უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება-განვითარებაზე.              

მოსწავლეებს მიეწოდებათ ასაკობრივი დონის შესაბამისი ტექსტები ისეთი სფეროებიდან, როგორებიცაა მხატვრული ლიტერატურა, მეცნიერება და სოციოლოგია. იღრმავებენ ცოდნას ენის ხატოვანი გამონათქვამების შესახებ, იმდიდრებენ ლექსიკას, გამოაქვთ აბსტრაქტული დასკვნები და მონაწილეობენ დისკუსიებში, რომლებიც ეხმარებათ წიგნიერების დონის ამაღლებაში. წიგნიერებითა და უცხო ენის ცოდნის წყალობით, სხვადასხვა ტიპის ( მხატვრული, სამეცნიერო, პუბლიცისტური...)ტექსტების ანალიზის საფუძველზე მოსწავლეები ერთვებიან ანალიტიკური აზროვნების, შემოქმედებითობისა  და დისკუსიის პროცესებში როგორც ინდივიდუალურად, ისე - ჯგუფურად. ინგლისური ენის ლიტერატურა, როგორც საგანი,  კომუნიკაციისა და მთელი ცხოვრების განმავლობაში სწავლის საფუძველია.

Screen Shot 2022-10-19 at 3.50.41 PM.png
Screen Shot 2022-10-19 at 3.57.06 PM.png
Screen Shot 2022-10-19 at 4.09.53 PM.png

ქართულ-ამერიკულ სკოლაში დაინერგა Common Core Math (3-10 კლასი), The Preliminary SAT, ასევე, ცნობილი როგორც PSAT და PSAT/NMSQT (National Merit Scholarship Qualifying Test) და SAT (Scholastic Assessment Test) პროგრამები.

Common Core Math, PSAT და SAT პროგრამებიისწავლება  ინგლისურენაზე. სასწავლო პროცესში გამოიყენება განსხვავებული სასწავლო სტრატეგიები, რაც ავითარებს მოსწავლეთა ანალიტიკური აზროვნების უნარებს და წაახალისებს მათ კოგნიტურ განვითარებას.

Common Core Math (3-10 კლასები)

საგნის ძირითადი სტანდარტები განსაზღვრავს იმ უნარებსა და ცოდნას, რომლებიც ყველა სტუდენტს სჭირდება კოლეჯში, კარიერასა და ცხოვრებაში წარმატების მისაღწევად.

SAT არის სტანდარტიზებული ტესტი, რომლის ჩაბარებაც სავალდებულოა შეერთებული შტატების უნივერსიტეტებში ან კოლეჯებში მისაღებად.

სტუდენტებს შეუძლიათ მიიღონ და ფინანსება მათი SAT ქულების საფუძველზე.

წინასწარი SAT, ასევე ცნობილი როგორც PSAT/NMSQT, არისტესტი, რომელსაც ატარებს ამერიკული ორგანიზაცია College Board.მოსწავლეებს შეუძლიათ PSAT გამოცდის ჩაბარება მე-10, მე-11 და მე-12 კლასებში.

მზადყოფნა PSAT-ისთვის გადამწყვეტ როლს თამაშობს SAT გამოცდის წარმატებით ჩაბარებაში.

Screen Shot 2022-10-19 at 7.47.54 PM.png

American History

საგანი ,,ამერიკის ისტორია’’ ისწავლება ინგლისურ ენაზე. ეს პროგრამა ჩვენი სკოლის მოსწავლეებს აძლევს შესაძლებლობას, მიიღონ განათლება ამერიკის შეერთებული შტატების შესახებ, შეისწავლონ ამერიკული საზოგადოების ცხოვრების სხვადასხვა ასპექტი როგორც ისტორიულ, ისე თანამედროვე რაკურსში.

Screen Shot 2022-10-19 at 7.21.49 PM.png

Science

,,მეცნიერების’’(Science) ,როგორც საგნის, სწავლების როლი მოსწავლეთა კოგნიტური უნარების განვითარებაში ძალიან დიდია. საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეს უვითარდება კრიტიკული აზროვნების,პრობლემების გადაჭრისა და თანამშრომლობითი კომუნიკაციის უნარები. ყალიბდება დადებითი განწყობა და  საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართ ღვივდება ინტერესი. ბავშვებს ისწრაფვიან, გამოიკვლიონ გარემომცველი სამყარო და მასში მიმდინარე პროცესები ,აღმოაჩინონ სიახლეები და გააცნობიერონ მასში მიმდინარე პროცესების ერთობლიობა- ადამიანის აგებულებიდან  რთულ სამეცნიერო მოწყობილობებამდე. გარდა იმისა, რომ იზრდება უცხოური ენების სწავლების მოტივაცია, მოსწავლეები ეუფლებიან მეცნიერულ ტერმინოლოგიას და მისი გამოყენების უნარს, რაც  ეხმარება ბავშვებს გააცნობიერონ მეცნიერების როლი ზოგადად კაცობრიობის ისტორიაში.

 

გაკვეთილის მსვლელობისას ხშირად სრულდება ლაბორატორიული სამუშაოები თემატიკის შესაბამისად,რაც ასევე უვითარებს  მოსწავლეებს კეთებით სწავლების უნარს.ეს ყოველივე კი მომავალ თაობას ეხმარება საკუთარი კარიერის შექმნაში.

Screen Shot 2022-10-19 at 7.24.55 PM.png

Social Studies - არის საგანი რომელიც ეხება ადამიანებს, მათ ქცევას, ზრდას და განვითარებას, ურთიერთობებს, რესურსებს, რომლებსაც ისინი იყენებენ და სხვადასხვა ინსტიტუტებს, რომლებიც მათ სჭირდებათ ფუნქციონირებისა და სხვადასხვა მიმართულებით რეალიზებაში .მაგალითად: ოჯახი, სკოლა, სამუშაო ადგილი, მთავრობა, სასამართლო სისტემა, დასასვენებელი კლუბები და ა.შ. ცხოვრების ყველა ეს ასპექტი ურთიერთდაკავშირებულია და ერთმანეთზეა დამოკიდებული.

Social studies მოსწავლეებს ასწავლის, როგორ  უნდა ვიცხოვროთ საზოგადოებაში, ვისწავლოთ სხვადასხვა კულტურული და სოციალურ-ეკონომიკური წარმომავლობის მქონე პირებთან ურთიერთობა, ვადაპტირდეთ სხვადასხვა სიტუაციებსა და გარემოებებთან, ასევე როგორ დავიცვათ გარკვეული სოციალური ნორმები მშვიდობიანი და პროდუქტიული ცხოვრების წარმართვის მიზნით.

საგანი ეხმარება ბავშვებს:

• სამყაროსა და გარემოს შესახებ მეტად ინფორმირებულნი იყვნენ;

• ხელს უწყობს კრიტიკული აზროვნების უნარების განვითარებას;

• ხელს უწყობს სტუდენტების სოციალური პასუხისმგებლობის ამაღლებას;

• ეხმარება სტუდენტებს გახდნენ უკეთესი მოქალაქეები.

Screen Shot 2022-10-19 at 7.44.29 PM.png

TOEFL Primary

ჩვენი სკოლა მოსწავლეებს სთავაზობს TOEFL Primary-ის მოსამზადებელ კურსს, რომელიც მოიცავს ენის სწავლებისას ოთხი ძირითადი უნარის განვითარებას. ეს უნარებია:საუბარი, მოსმენა, წერა და კითხვა.

Toefl Primary ისწავლება მე-3-დან მე-6 კლასის ჩათვლით. კურსი ითვალისწინებს, მოსწავლეებს განუვითაროს კონცენტრაციის უნარი. შემოქმედებითი და პრაქტიკული სავარჯიშოები ეხმარება მოსწავლეებს,  ენა ისწავლონ ფართო გამოყენების მიზნებისთვის. საკლასო აქტივობები მოიცავს ინდივიდუალურ, წყვილში და ჯგუფში მუშაობას.

წლის განმავლობაში მოსწავლეები შეძლებენ გაიარონ საერთაშორისო გამოცდები Toefl Primary და Toefl Junior დონეებზე. აღსანიშნავია, რომ ამ გამოცდის შედეგები საუკეთესო მაჩვენებელია მოსწავლეების ცოდნის დონის შესამოწმებლად და ეხმარება მოსწავლეებს წარმატებისკენ მიმავალ გზაზე.

სახელმძღვანელოები კლასების მიხედვით: იხ. ლინკი