კათედრები
ქართულ–ამერიკულ სკოლაში ფუნქციონირებს 7 კათედრა:
სკოლის საგნობრივი კათედრები წარმოადგენენ ქართულ-ამერიკული სკოლის სტრუქტურულ ერთეულებს,რომლების მიზნებსა და ამოცანებს წარმოადგენს:
-
საგანმანათლებლო რესურსების ეფექტურად შერჩევა;
-
თითოეული მასწავლებლის მიერ კლასების მიხედვით ჩატარებული შემაჯამებელი დავალებების დამადასტურებელ დოკუმენტაციაზე მუშაობა. აღნიშნულ დოკუმენტაციაში წარმოდგენილი უნდა იყოს: სტანდარტის ის შედეგი/შედეგები, რომლის შეფასებასაც ემსახურებოდა კონკრეტული შემაჯამებელი დავალება; კრიტერიუმები, რომლითაც შეფასდა ეს დავალებები; მოსწავლეების მიერ შესრულებული და მასწავლებლის მიერ შეფასებული სამუშაოს რამდენიმე ნიმუში ან შესრულებული სამუშაოს ამსახველი ვიზუალური მასალა; თითოეული კლასის მოსწავლეთა მიერ მიღებული ქულები;
-
პედაგოგთა პროფესიული განვითარება და ლექცია-სემინარების, კონფერენციების და სხვა ღონისძიებების ორგანიზება;
-
კვლევითი საქმიანობის ეფექტურად დაგეგმვა და განხორციელება;
-
პედაგოგთა საქმიანობის მონიტორინგი და შეფასება;
-
პედაგოგთა შორის ურთიერთანამშრომლობის ხელშეწყობა;
-
შიდა და გარე პარტნიორული ურთიერთობების განვითარება (სხვადასხვა სკოლების საგნობრივ კათედრებთან ურთიერთობა ურთიერთგამოცდილების გაცვლის მიზნით და სხვ.);
-
საგნობრივი ჯგუფების კოორდინაცია, დამატებითი რესურსების მოძიების ხელშეწყობა (მაგ.: ბიბლიოთეკისთვის პროფესიული სახელმძღვანელოების, ძირითადი/დამხმარე ლიტერატურის და ა.შ.);
-
მოსწავლეებში წერის, კითხვის, მეტყველებისა და კრიტიკული აზროვნების განვითარების ხელშეწყობა;
-
მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლების მიზნით სასწავლო აქტივობების დაგეგმვა: პრეზენტაციები, შიდა და გარე/საერთაშორისო კონკურსები, ოლიმპიადები, კონფერენციები, მიზნობრივი ექსკურსიები;