top of page
გარემოს დაცვითი აქტივობები


კამპანია „ელექტროენერგიის გონივრული მოხმარება“
ქართულ-ამერიკული სკოლის ეკო კლუბის ტრადიცია გრძელდება! საინფორმაციო კამპანია „ელექტროენერგიის გონივრული მოხმარება“ შარშანაც ჩატარდა და ეკო კლუბის ინიციატივით ყოველწლიურად ტარდება . ყოველ წელს სხვადასხვა მოსწავლეები ერთვებიან კამპანიაში, ამზადებენ პოსტერებს და მოსახლეობას უზიარებენ ენერგიის დაზოგვის მარტივ, მაგრამ მნიშვნელოვან რჩევებს. პატარა ნაბიჯები — დიდი ცვლილება! #ეკოკლუბი #გონივრულიენერგია #ენერგიისდაზოგვა #ზრუნვაგარემოზე


ვორქშოპი - ჩიტების სახლები
III კლასის მოსწავლეებმა შემოდგომის ბოლო დღეები თბილი და შემოქმედებითი აქტივობით გააცილეს. ბავშვებმა საკუთარი ხელებით დაამზადეს ჩიტების სახლები — ზამთრის პერიოდში ბეღურების უსაფრთხო და თბილი თავშესაფარი. ამ პატარა სახლებს მოსწავლეები მშობლების დახმარებით საკუთარი სახლების ეზოებში ან ფანჯრების მიმდებარედ განათავსებენ, რათა კიდევ უფრო მეტ ჩიტუნიას დაეხმარონ ზამთრის გადატანაში. ასეთი ინიციატივები ბავშვებში ზრუნვას და ბუნების დაცვის სურვილს ამაღლებს. პატარა ხელები, დიდი გულებით


პროგრამას „ეკოსისტემა და ბიომრავალფეროვნება“
ქართულ-ამერიკული სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეები თბილისის ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმს ესტუმრნენ . მოსწავლეები დაესწრნენ საგანმანათლებლო პროგრამას „ეკოსისტემა და ბიომრავალფეროვნება“. საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია, მოსწავლეებმა მეტი გაიგონ მსოფლიოში მიმდინარე გლობალურ და ეკოლოგიურ პროცესებზე , იზრუნონ ეკომეგობრული გარემოს შექმნაზე. შეხვედრის ბოლოს მოსწავლეებმა ნარჩენებისგან (პოლიეთილენის ცელოფანი, ქაღალდი, პლასტიკი) თავად შექმნეს სხვადასხვა ნამუშევარი . და


"ყოველი წვეთი წყალი ძვირფასია“
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი • Georgian Water and Power-ის საინფორმაციო კამპანიის „ყოველი წვეთი წყალი ძვირფასია“ ფარგლებში, ქართულ-ამერიკულ სკოლაში შედგა საგანმანათლებლო შეხვედრა ეკო-კლუბი “ლარიქსის” წევრებთან. შეხვედრის განმავლობაში მოსწავლეებმა ვიდეო-პრეზენტაციის საშუალებით გაიგეს: თუ რა გზას გადის წყალი მყინვარებიდან ჩვენს ონკანებამდე; რამდენად მნიშვნელოვანია წყალზე ზრუნვა; როგორ უნდა დავიცვათ წყლის თითოეული წვეთი; რა დადებითი გავლენა აქვს წყლის რაციონალურ გამოყენებას გარე


„ეკო წიგნის“ პრეზენტაცია - „მწვანე პოლუსი“
ქართულ-ამერიკული სკოლის ეკო კლუბის აქტივობები გრძელდება! ამჯერად კლუბის მოსწავლეებთან შესახვედრად სკოლას ესტუმრნენ ორგანიზაცია „მწვანე პოლუსის“ წარმომადგენლები. ეკო ცნობიერების ამაღლების მიზნით სტუმრებმა ჩაატარეს „ეკო წიგნის“ პრეზენტაცია და ისაუბრეს გარემოსდაცვით მნიშვნელოვან თემებზე. ჩვენი ეკო კლუბის წევრები აქტიურად ჩაერთნენ დისკუსიაში და გამოთქვეს საკუთარი მოსაზრებები. ღონისძიების ბოლოს გაიმართა ტესტირება, რომლის საფუძველზე გამოვლინდა გამარჯვებული გუნდი — მათ გადაეც


ეკოლოგია და 𝐒𝐓𝐄𝐌 პროექტები
ქართულ-ამერიკულ სკოლაში მე-𝟒 კლასელებმა ბუნებისმეტყველების და ისტის ინტეგრირებულ ღია გაკვეთილზე ჩაატარეს პრეზენტაციები ეკოლოგიურ თემაზე...


პატარა ნაბიჯები - დიდი საქმეები!
ქართულ-ამერიკული სკოლის ეკოკლუბელებმა, ლიკა მესხის ხელმძღვანელობით, პროექტის „ჩემი ხმა, ჩემი ხედვა“ ფარგლებში ჩაატარა ვორქშოპი თემაზე:...


„დედამიწა საფრთხეშია“
დედამიწის დღესთან დაკავშირებით ქართულ-ამერიკულ სკოლაში გაიმართა სპექტაკლი „დედამიწა საფრთხეშია“. წარმოდგენაში მონაწილეობდნენ VI და VII...


დედამიწის დღე ქართულ-ამერიკულ სკოლაში
დედამიწის დღის აღსანიშნავად ქართულ-ამერიკულ სკოლაში ჩატარდა საინტერესო და სახალისო აქტივობების კვირეული, რომელიც ეკოლოგიური ცნობიერების...
bottom of page
.png)
