top of page
59a0f3_f50c95b9a0524794a3ab2f5536820b4d_mv2.gif

აშშ, ნიუ-იორკი 2020

images.jpg

ქართულ–ამერიკული უმაღლესი და ქართულ–ამერიკული სკოლების 21-წევრიანმა დელეგაციამ 2020 წლის 27 თებერვალს – 5 მარტს მოაწყო ვიზიტი ნიუ–იორკში. ისინი მონაწილეობას იღებდნენ საერთაშორისო კონფერენციაში, რომელიც ჩატარდა გაეროს შტაბ–ბინაში. მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ საინტერესო დებატებში, განეხილათ მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები და მოეძიებინათ აქტუალური პრობლემების გადაჭრის გზები.

დატვირთულ აკადემიურ ნაწილთან ერთად, მოსწავლეებს საკმაოდ საინტერესო კულტურული პროგრამა ჰქონდათ. მოსწავლეებმა დაათვალიერეს ნიუ-იორკის შემდეგი ღირსშესანიშნაობები: Statue of Liberty, Empire State Building, Times Square on Manhattan, Brooklyn Bridge, Central Park, The Metropolitan Museum of Art, American Museum of Natural History, Intrepid Sea, Air & Space Museum. 

აღნიშნული ღონისძიება ყოველწლიურად გაიმართება ნიუ-იორკში და ის უკვე შევიდა ჩვენი სკოლების წლიურ გეგმაში.

bottom of page