
2022-2023 სასწავლო წელი დაიწყება 2022 წლის 12 სექტემბერს და დასრულდება 15 ივნისს. გამონაკლისია I კლასი, რომელიც სწავლას ასრულებს 9 ივნისს. XII კლასი რომელიც სწავლას ასრულებს კანონმდებლობით დადგენილ ვადებში. სასწავლო წელს ორ სემესტრად ჰყოფს ზამთრის არდადეგები, რომელიც დაიწყება 2022 წლის 30 დეკემბერიდან და დასრულდება 2023 წლის 15 იანვარს. აღდგომის დღესასწაული, რომელიც დაიწყება წითელი პარასკევს და გრძელდება 5 კალენდარული დღის განმავლობაში. საგაზაფხულო არდადეგები დაიწყება 3 მარტს და დასრულდება 12 მარტს.
დასვენების დღეებია:
-
14 ოქტომბერს – მცხეთობის (სვეტიცხოვლობის, კვართის დღესასწაულის) დღე;
-
23 ნოემბერი- გიორგობა 19 იანვარი- ნათლისღება 3 მარტი – დედის დღე;
-
8 მარტი- ქალთა საერთაშორისო დღე
-
9 აპრილი – საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების დღეს, საქართველოს ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო თანხმობისა და სამშობლოსათვის დაღუპულთა მოგონების დღე; 9 მაისი – ფაშიზმზე გამარჯვების დღე;
-
12 მაისი – საქართველოს ეკლესიის, როგორც სამოციქულო საყდრის, დამაარსებლის – წმინდა ანდრია მოციქულის ხსენების დღე;
-
26 მაისი – საქართველოს დამოუკიდებლობის დღე.