top of page

„ჩემი ხმა, ჩემი ხედვა“ - თემა "საჯარო გამოსვლების ხელოვნება" დ. კენჭაძე

5 მაისს, გრძელვადიანი პროექტის „ჩემი ხმა, ჩემი ხედვა“ -ს ფარგლებში, ქართულ-ამერიკული სკოლა მასპინძლობდა წარმატებულ მეწარმესა და Kenchadze Academy-ის დამფუძნებელს - დავით კენჭაძეს.


თემა: საჯარო გამოსვლების ხელოვნება


შეხვედრის ორგანიზატორი: მოსწავლეთა თვითმმართველობის პრეზიდენტი, ანანო კენჭაძე

"შენი სახელი და საქმიანობა უნდა გახდეს ბრენდი" (c) დავით კენჭაძე

შეხვედრაზე ბ-ნმა დავითმა მოსწავლეებს გააცნო წარმატებული საჯარო გამოსვლებისთვის აუცილებელი ტექნიკის საფუძვლები და გამოსვლის აგების სტრუქტურა. მან მსმენელებს სასარგებლო რჩევები მისცა და გაუზიარა საკუთარი გამოცდილება.


მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ დისკუსიაში, ხოლო შეხვედრამ დიდი ინტერესი გამოიწვია ყველა ასაკობრივ ჯგუფში.


შეხვედრაში ონლაინ რეჟიმში მონაწილეობდნენ ხურვალეთის სკოლის მოსწავლეებიც.


პროექტის მიზანი: მოსწავლეებში საჯარო გამოსვლის უნარების განვითარება და ინდივიდუალური ხედვისა და თვითგამოხატვის წახალისება.


პროექტის ხელმძღვანელი: მეგი ტალახაძე




(+995) 032 221 616

(+995) 598 533 077 

(+995) 577 737 344

საქართველო, თბილისი
ვაკე-საბურთალო

ჭავჭავაძის გამზირი #7ა;

ნინო რამიშვილი #6

  • Schoolbook
  • Instagram
  • Facebook
  • Youtube
bottom of page