დედამიწის დღე ქართულ-ამერიკულ სკოლაში
- gas135791113
- Apr 22
- 1 min read
დედამიწის დღის აღსანიშნავად ქართულ-ამერიკულ სკოლაში ჩატარდა საინტერესო და სახალისო აქტივობების კვირეული, რომელიც ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებას ისახავდა მიზნად.
მე-5 კლასელების ღონისძიება ორგანიზებული იყო ინგლისური ენის კათედრის მიერ. ბავშვებმა მოამზადეს მოხსენებები და თემატური ნამუშევრები. მათ ინგლისურ ენაზე წარადგინეს: თემატური პრეზენტაციები, მხატვრული ნამუშევრები, მუსიკალური ნომრები.
ყველა გამოსვლა ეძღვნებოდა ეკოლოგიის მნიშვნელობასა და დედამიწის დაცვის აუცილებლობას. ეს იყო ძალიან ლამაზი, მხიარული და ფერადი დღე!
ერთად გავუფრთხილდეთ ჩვენს პლანეტას!