top of page
1.gif

ტუნისი 2019

ტუნისის საერთაშორისო კონფერენცია I-FEST, წელს მეათედ ჩატარდა. კონფერენციაში საქართველოს გუნდი წელს პირველად მონაწილეობდა. აღსანიშნავია, რომ ეს პატივი ჩვენ სკოლას ხვდა წილად. ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის 4 მოსწავლე მსოფლიოს 40-მდე ქვეყნის 500 მოსწავლესთან ერთად ჩაება ასპარეზობაში. მით უფრო სასიხარულოა ქართველების გამარჯვება-დავით ფიცხელაურმა და ლუკა გოგიჩაძემ ვერცხლის, ხოლო ანა რაზმაძემ და დემნა სოხაძემ ბრინჯაოს მედლები დაიმსახურეს ქიმიისა და ბიოლოგიის სექციებში. საქართველოს ნაკრებს ხელმძღვანელობდნენ ჩვენი სკოლის პედაგოგები ქ-ნი ლელა ფიცხელაური და ქ-ნი დიანა ქანთარია. თამამად შეიძლება ითქვას რომ I-FEST არის აშშ-ს INTEL ISEF–ის ანალოგიური კონფერენცია, რომელშიც ჩვენი სკოლა 2005 წლიდან მონაწილეობს.


I-FEST-ზე ბრწყინვალედ იყო ორგანიზებული კონფერენციის კულტურული პროგრამა. მოსწავლეებზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა ძველმა კართაგენმა, სადაც განთავსებულია რომის კოლიზეუმის ზუსტი ანალოგი. დაუვიწყარი იყო ტური საჰარის უდაბნოსა და ოაზისში, სადაც ღამისთევა სპეციალურ კონდიცირებულ კარვებში მოხდა.


ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლა მოხარულია რომ I-FEST-ის სახით კიდევ ერთი ახალი კონფერენცია შევიდა მის ყოველწლიურ საერთაშორისო აქტივობებში. ამიერიდან ჩვენი სკოლების მოსწავლეები სისტემატიურად მიიღებენ მასში მონაწილეობას.

bottom of page