top of page

2015 წელი ქართულ-ამერიკული სკოლა საერთაშორისო კონფერენციაზე - INTEL ISEF აშშ , არიზონა

სერბეთი 2014
59a0f3_f7b46f4e768a4fa2b2f14b430cd2ff5e_mv2.gif

სერბეთი 2014

ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო კონფერენცია ICYS წელს ოცდამეერთედ ჩატარდა. ამჟამად კონფერენცია სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში გაიმართა. საქართველოს ნაკრები ჩვენი სკოლის 7 და ვაკის ფილიალის 1 მოსწავლით დაკომპლექტდა. მათ წარადგინეს ოთხი საპროექტო ნაშრომი. როგორც ყოველთვის, კონფერენცია საუკეთესოდ იყო ორგანიზებული. მასპინძლებმა მრავალფეროვანი ტური მოუწყვეს მონაწილეებს. ჯგუფზე განსაკუთრებით დიდი შთაბეჭდილება მოახდინა წმინდა სავას და მარკოზის სახელობის მართლმადიდებლურმა ეკლესიებმა. ასევე განუმეორებელი იყო ექსკურსიები ავალას სატელევიზიო კოშკზე და გემით მოგზაურობა დუნაიზე. მათემატიკის სექციაში ორი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედლები – აი ასეთია ჩვენი მიღწევა ბელგრადის ICYS კონფერენციაზე. მასში 18 ქვეყნის 124 მოსწავლე მონაწილეობდა.

საქართველოს ნაკრებს გამარჯვება მოუტანეს შემდეგმა მოსწავლეებმა:

  • გიორგი ჯგუშია და ნათია ჭეიშვილი –  ვერცხლის მედალი

  • ირაკლი გორდაძე და ანდრია ასათიანი – ვერცხლის მედალი

  • ლანა თედიაშვილი და ირაკლი ირემაშვილი – ბრინჯაოს მედალი

  • ზურა შატავიძე და გიორგი ბერუაშვილი – საპატიო სიგელი

​​

ნაკრები ბელგრადში სტამბულის გავლით ჩავიდა. ამიტომაც, ბატონი მამუკას თაოსნობით ნაკრებმა სტამბულის ორი მთავარი ღირსშესანიშნაობა – აია სოფიას შესანიშნავი ტაძარი და სულთნის თოფქაფის სასახლე მოინახულა.

თურქეთი 2015

თურქეთი 2015

2015 წლის ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო კონფერენცია – ICYS (International Conference of Young Scientists) წელს 22-ჯერ ჩატარდა. ამჟამად კონფერენციას თურქეთის ქალაქ იზმირმა უმასპინძლა. მონაწილეობდა 28 ქვეყნის 203

 

მოსწავლე, რომლებმაც საპროექტო ნაშრომები -5 სექციაში წარმოადგინეს:

  • Computer Science and Engineering

  • Environmental Sciences

  • Life Sciences

  • Mathematics

  • Physics 


ქართულ-ამერიკული უმაღლესი და ქართულ-ამერიკული სკოლის გაერთიანებული გუნდი დიდი წარმატებით გამოვიდა მათემატიკის სექციაში. ოქროს და ვერცხლის მედლები დაიმსახურეს:

  • გიორგი მესხი-ოქრო,

  • მარი ქანაშვილი-ოქრო,

  • გიორგი გიორგაძე-ვერცხლი,

  • ჯაბა ჯაბაური-ვერცხლი.

​​

აღნიშნულ წარმატებაში დიდი წვლილი მიუძღვით მათი მათემატიკის და ინგლისური ენის პედაგოგებს –

ია მებონიას, ბელა ქორიძეს, ნუგზარ პაპაშვილს. 

ბრწყინვალედ იყო ორგანიზებული კონფერენციის კულტურული პროგრამა. იზმირის ღირსშესანიშნაობებმა, ანტიკურმა ქალაქმა-ეფესომ (აქ მდებარეობდა არტემიდას ტაძარი, რომელიც შეტანილია მსოფლიოს შვიდი საოცრების სიაში) და მარიამ ღვთისმშობლის სახლმა ( ის პოპულარულია მომლოცველებში, მათ შორის მოინახულეს ბოლო სამმა პაპმაც) მონაწილეებზე წარუშლელი შთაბეჭდილებები მოახდინეს.

ვულოცავთ ჩვენ გუნდს ტრიუმფალურ გამოსვლას და წარმატებას ვუსურვებთ მომავალ 23-ე კონფერენციაზე, რომელიც რუმინეთში გაიმართება

გერმანია 2017

გერმანია 2017

საქართველოს მოსწავლეთა ნაკრები 16-22 აპრილს იმყოფებოდა გერმანიის ქ. შტუტგარტში ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც წელს ოცდამეოთხედ ჩატარდა. ახალგაზრდა მეცნიერები მსოფლიოს 29 ქვეყნიდან ერთმანეთს 5 სამეცნიერო კატეგორიაში ეჯიბრებოდნენ.

 

საქართველოს ნაკრები შედგებოდა ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის და ქართულ-ამერიკული სკოლის 10 მოსწავლისაგან.

  • ვერცხლის მედალი – თინათინ კამკამიძე და არჩილ გელენავა – სიცოცხლის მეცნიერებების კატეგორიაში;

  • ბრინჯაოს მედალი – მარიამ გიგაური – ფიზიკა;

  • ბრინჯაოს მედალი – მარიამ როსტომაშვილი – მათემატიკა; 

  • ბრინჯაოს მედალი – მამუკა კობახიძე და დავით გუდაძე – მათემატიკა;

  • სპეციალური პრიზი – გიორგი ბუგეჩაშვილი და თინათინ ლაღაძე – მათემატიკა.


კონფერენციის დასასრულს, დასკვნით საღამოზე ყველა ქვეყანამ წარმოადგინა საკუთარი კულტურული ნომერი. ქართველების ცეკვამ გიტარის აკომპანირებით დიდი მოწონება დაიმსახურა.
მაისის თვეში, ჩვენი სკოლების მოსწავლეები, ახლა უკვე ამერიკაში დაიცავენ საქართველოს ღირსებას. წელს INTEL ISEF კალიფორნიის დედაქალაქ ლოს-ანჯელესში გაიმართება.

აშშ 2017

აშშ, პენსილვანია, პიცბურგი 2017

13-19 მაისს INTELL ISEF საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე  წარსდგნენ ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის და ქართულ-ამერიკული სკოლის მოსწავლეთა გუნდები შემდეგი შემადგენლობით:

 

მათემატიკის სექცია: 

  • ნოდარ ტრაპაიძე

  • მარიამ მებუკე

  • ნინი მაჩაიძე

ჰოლანდია 2007

ჰოლანდია 2017

ქართულ-ამერიკული უმაღლესი და ქართულ-ამერიკული სკოლების მოსწავლეებმა, რომლებიც საქართველოს სახელით ასპარეზობდნენ ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო ოლიმპიადაზე – IJSO, ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

წელს ჰოლანდიაში IJSO ოლიმპიადა 3-13 დეკემბერს მე-14 ჩატარდა. ოლიმპიადაში მონაწილეობდა 52 ქვეყნის გუნდი. თითოეულ გუნდში 6-6 მოსწავლეა, რომელთა ასაკი არ აღემატება 16 წელს. მოსწავლეები ერთმანეთს 3 საბუნებისმეტყველო მეცნიერებაში – ფიზიკაში, ქიმიასა და ბიოლოგიაში ეჯიბრებიან.

ოლიმპიადა 3 ტურად ტარდება და მოიცავს ტესტურ, თეორიულ და ექსპერიმენტალურ დავალებებს. IJSO – მიჩნეულია მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე რთულ ოლიმპიადად და ის 10დღის განმავლობაში გრძელდება. გუნდის ლიდერები და მოსწავლეები ცალ-ცალკე იმყოფებიან. წელს ლიდერები ქ. ნაიმეგენში, ვალ მონტეს სასტუმროში, ხოლო მოსწავლეები ქ. არნემის, ოლიმპიური მომზადების ცენტრ – პაპენდალში ცხოვრობდნენ.

ყოველთვის ბრწყინვალედ არის ორგანიზებული ოლიმპიადის ექსკურსიების პროგრამა. მოსწავლეებმა და ლიდერებმა დაათვალიერეს ამსტერდამის ღირსშესანიშნაობები, მათზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა რემბრანდტის და ვან გოგის მუზეუმებმა, ასევე ამსტერდამის ქუჩებში ნავით სეირნობამ.

უკვე ცნობილია მომდევნო IJSO-ს მასპინძელი ქვეყნები. შემდეგ წლებში ოლიმპიადა – ბოცვანაში, კატარში, გერმანიაში, განაში, ესტონეთსა და ტაილანდში ჩატარდება.

bottom of page