top of page

ძვირფასო მოსწავლეებო და მშობლებო!

ქართულ-ამერიკული სკოლა COGNIA-ს მიერ აკრედიტებული სასწავლო დაწესებულებაა, რომელიც ჩვენს მოსწავლეებს ეროვნულ ტრადიციებსა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაზე დაფუძნებულ მაღალი ხარისხის განათლებას აძლევს. სკოლის დამთავრების შემდეგ მოსწავლე ორ, ქართულსა და ამერიკულ, დიპლომს იღებს.   

 

ქართულ-ამერიკული სკოლის მთავარი მისია არა მარტო ჩვენი მოსწავლეებისთვის საუკეთესო აკადემიური შედეგების მიღწევაში დახმარება, არამედ მათთვის კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნებისა და მუდმივად ცვალებად გარემოში ადაპტაციის უნარების განვითარებაში ხელშეწყობაა. ჩვენს სკოლაში მოსწავლეები იღებენ მაღალი ხარისხის, საერთაშორისო სტანდარტების განათლებას უსაფრთხო, თანამედროვე, ტოლერანტულ და მეგობრულ სასწავლო გარემოში. კვალიფიცირებულ პედაგოგთა გუნდი, მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა და უახლესი ტექნოლოგიები ხარისხიანი სწავლების უმთავრესი კომპონენტია. ჯანმრთელი ცხოვრების წესი, ჰუმანურობა და შემოქმედებითი აზროვნების აქტიური წახალისება მოსწავლეში მუდმივი განვითარებისა და სამყაროს შეცნობის სურვილის ხელშემწყობი ხდება.

ირმა.jpeg

ქართულ-ამერიკული სკოლა მდებარეობს ვაკეში და განთავსებულია ორ დამოუკიდებელ შენობაში, სერტიფიცირებული დაცვის სამსახურითა და ტექნოლოგიურად გამართული უსაფრთხო სისტემებით. სკოლას აქვს კვების ბლოკი, სამედიცინო კაბინეტი, ღია და დახურული სპორტული და საკონფერენციო დარბაზები. ასევე განახლებული კომპიუტერული,  STEM, ინგლისური ენისა თუ ქიმიის ლაბორატორიები. საკლასო ოთახები აღჭურვილია უახლესი ტიპის სმარტდაფებით. ქართულ-ამერიკული სკოლა არის TOEFL-ის და SAT-ის გამოცდების ავტორიზებული ცენტრი საქართველოში. 

ქართულ-ამერიკული სკოლის სასწავლო პროგრამა ამერიკული აკრედიტაციის მოთხოვნით  Common Core-ის სტანდარტზეა დაფუძნებული. სწავლების პროცესი გამოირჩევა მოსწავლეზე ორიენტირებული მიდგომით, რომლის დროსაც უპირატესობა სწავლა-სწავლების ინოვაციურ ფორმებსა და მეთოდებს ენიჭება. სკოლას ემსახურება უმაღლესი კვალიფიკაციის პედაგოგთა გუნდი, რომლებიც რეგულარულად იმაღლებენ კვალიფიკაციას მსოფლიოს წამყვან სასწავლო დაწესებულებებში. სასწავლო პროცესში განსაკუთრებულ როლს თამაშობს ინოვაციური ტექნოლოგიები, რომლებიც მნიშვნელოვნად ეხმარება მოსწავლეებს ცოდნისა და გამოცდილების მიღება-დაგროვებაში. STEM განათლების გასაძლიერებლად აქტიურად ვიყენებთ არდუინოსა და ემბოტებს, რითაც ნოყიერ ნიადაგს ვქმნით მოსწავლეებისთვის, საკუთარ იდეებსა თუ ტექნიკურ ცოდნას პრაქტიკული გამოყენება მისცენ. ამერიკული პროგრამის ფარგლებში, ჩვენი სკოლის მოსწავლეები რეგულარულად აბარებენ College Board-ის PSAT 8/9, PSAT10, PSAT/NMSQT და SAT-ის გამოცდებს.  გვაქვს გაცვლითი პროგრამები ამერიკისა და ევროპის საზაფხულო სკოლებში. 

ჩვენი კურსდამთავრებულები მაღალ შედეგებს იღებენ საერთაშორისო სასერტიფიკატო გამოცდებში, სწავლას საქართველოსა თუ მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში აგრძელებენ. ჩვენი მოსწავლეები რეგულარულად მონაწილეობენ და ხშირად იმარჯვებენ ეროვნულ სასკოლო თუ საერთაშორისო ოლიმპიადებში, ასევე სამეცნიერო კონფერენციებში. ქართულ-ამერიკული სკოლის მოსწავლეებმა ბოლო წლების განმავლობაში არაერთი ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედალი მოპოვეს  პრესტიჟულ საერთაშორისო კონკურსებსა თუ ოლიმპიადებში. განსაკუთრებული სიამაყით მინდა აღვნიშნო, რომ გასული 5 წლის განმავლობაში, ჩვენი კურსდამთავრებულების აბსოლუტური უმრაველსობა, მათთვის სასურველ უნივერსიტეტებში ჩაირიცხა. 80-მა პროცენტმა კი სასაწავლო გრანტი მოიპოვა. 

 

მე, როგორც ქართულ-ამერიკული სკოლის დირექტორი, დარწმუნებული ვარ, ჩვენი სკოლა მაქსიმალურ ძალიხსმევას გაიღებს იმისთვის, რომ ჩვენი მოსწავლეები, ქართულ-ამერიკულ სკოლაში შეძენილი ცოდნით, კრიტიკული და ინოვაციური აზროვნებით, საუკეთესოდ მოემზდონ გამოწვევებით სავსე, შთამბეჭდავი, ბედნიერი და წარმატებული ცხოვრებისთვის. გახდნენ საქართველოს ღირსეული მოქალაქეები და საკუთარი წვლილი შეიტანონ როგორც ჩვენი ქვეყნის, ისე სამყაროს განვითარებაში. 

პატივისცემით, 

ირმა მესხიშვილი,  ქართულ-ამერიკული სკოლის დირექტორი

bottom of page