top of page

STEM ფესტივალი – „ჩხირკედელა 2“

 



ქართულ-ამერიკული სკოლის მოსწავლეებმა, ილია ხოსიტაშვილმა და გიორგი ტაბატძემ, მონაწილეობა მიიღეს STEM ფესტივალ „ჩხირკედელა 2“-ში, სადაც ყველაზე პატარა კონკურსანტებმა ერთობლივად იმუშავეს ორ გამორჩეულ STEM პროექტზე თავიანთი კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებლის, ირმა ქობულაშვილის, ხელმძღვანელობით.

 მათ წარმოადგინეს საბუნებისმეტყველო ექსპერიმენტი „უსაფრთხო გარე სივრცე“ და არდუინო უნოს გამოყენებით შექმნილი პროექტი „მზის სინათლის რესურსად გამოყენება“.

 STEM-ის ექსპერტებმა წარმატებული პროექტებისთვის კონკურსანტებს

 გადასცეს არდუინო უნოს ნაკრები, სახელმძღვანელოები, მაისურები და  აფრიკული ლოკოკინები საჩუქრად.

 პროექტების ფარგლებში ახალგაზრდები სწავლობენ ელექტრონიკასა და პროგრამირებას, ეუფლებიან გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას, ავითარებენ ინოვაციურ უნარებს და პოულობენ პრობლემების გადაჭრის პრაქტიკულ გზებს.

 ქართული-ამერიკული სკოლა მუდამ მხარს უჭერს ინოვაციას და STEM განათლებას , რაც ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს, მიიღონ ინტერდისციპლინური ცოდნა, განავითარონ კრეატიულობა და აქტიურად მოემზადონ 21-ე საუკუნის გამოწვევებისთვის.



(+995) 032 221 616

(+995) 598 533 077 

(+995) 577 737 344

საქართველო, თბილისი
ვაკე-საბურთალო

ჭავჭავაძის გამზირი #7ა;

ნინო რამიშვილი #6

  • Schoolbook
  • Instagram
  • Facebook
  • Youtube
bottom of page