top of page

„Shark Tank“ ქართულ-ამერიკულ სკოლაში

  • Feb 3
  • 1 min read

ქართულ-ამერიკულ სკოლაში გაიმართა BU წარმომადგენლების შეხვედრა ამერიკული სადიპლომო AP პროგრამის მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებთან.

სესიის ფარგლებში სტუმრებმა ისაუბრეს ცნობილი კომპანიების ბიზნესმოდელებზე და მოსწავლეებს გააცნეს ბრიტანული უნივერსიტეტის ახალი პროექტი - „Shark Tank “, რომელიც მიზნად ისახავს ბიზნესიდეების განვითარებას, სტარტაპების დაგეგმვასა და სამეწარმეო აზროვნების გაძლიერებას. ჩვენს მოსწავლეებს სურვილისამებრ შეუძლიათ გუნდებში გაერთიანება და პროექტში მონაწილეობა.

შეხვედრას უძღვებოდნენ:

ია გოისაშვილი – ბრიტანული უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელი

მარიამ ბოლქვაძე – BU-ის ლექტორი და კვლევითი დეპარტამენტის ხელმძღვანელი

საინტერესო ლექციის შემდეგ მოსწავლეებმა გუნდურად იმუშავეს, შეასრულეს პრაქტიკული დავალებები, შექმნეს და წარადგინეს კომპანიის მარკეტინგული სტრატეგიები.

ქართულ-ამერიკული სკოლა მუდმივად ზრუნავს მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე. განსაკუთრებული მადლობა ჩვენს პარტნიორს - ბრიტანულ უნივერსიტეტს.



 
 

(+995) 032 221 616

(+995) 598 533 077 

(+995) 577 737 344

საქართველო, თბილისი
ვაკე-საბურთალო

ჭავჭავაძის გამზირი #7ა;

ნინო რამიშვილი #6

  • Schoolbook
  • Instagram
  • Facebook
  • Youtube
bottom of page