top of page

MUN 2026 | ორგანიზაციული შეხვედრა

  • Feb 13
  • 1 min read

მოსწავლეთა თვითმმართველობის ორგანიზებითა და სკოლის ადმინისტრაციის მხარდაჭერით, ქართულ-ამერიკულ სკოლაში გაიმართება გაეროს მოდელირების სიმულაცია (MUN) - სამდღიანი საგანმანათლებლო პროექტი, რომელიც მოსწავლეებს დიპლომატიური, კრიტიკული აზროვნებისა და საჯარო გამოსვლის უნარების განვითარებაში დაეხმარება.

პროექტში მონაწილეობას იღებს ქართულ-ამერიკული და ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლების 39 დელეგატი. შარშანდელი დელეგატები, მათ შორის ნიუ-იორკში გამართული გაეროს კონფერენციის მონაწილე გამოცდილი მოსწავლეები, წელს ჯგუფების ლიდერების როლს ასრულებენ.

12 თებერვალს გაიმართა ორგანიზაციული შეხვედრა, სადაც მონაწილეებს გააცნეს წესები და მისცეს პრაქტიკული რეკომენდაციები. შემთხვევითობის პრინციპით გადანაწილდა ქვეყნები, ჩამოყალიბდა კომიტეტები და სამუშაო ჯგუფები.

მსგავსი საგანმანათლებლო პროექტები ქართულ-ამერიკულ სკოლაში ყოველწლიურად ტარდება.

წინ გველის 3 საინტერესო და დინამიური სამუშაო დღე!



 
 

(+995) 032 221 616

(+995) 598 533 077 

(+995) 577 737 344

საქართველო, თბილისი
ვაკე-საბურთალო

ჭავჭავაძის გამზირი #7ა;

ნინო რამიშვილი #6

  • Schoolbook
  • Instagram
  • Facebook
  • Youtube
bottom of page