top of page

IOM- UN Migration წარმომადგენელი GAS - ში



 ქართულ-ამერიკულ სკოლას მოქალაქეობის კლუბის მოწვევით ეწვია მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი, ქალბატონი ნინო ხუნძაკიშვილი.

შეხვედრას დაესწრნენ მეათე კლასის მოსწავლეები. სტუმარმა ისაუბრა მიგრაციის თანამედროვე გამოწვევებსა და მის მნიშვნელობაზე. განხილული იყო ისეთი საკითხები, როგორებიცაა: მიგრაციის პროცესების მართვა, მიგრანტთა უფლებების დაცვა და საერთაშორისო თანამშრომლობის როლი მიგრაციის სფეროში. შეხვედრამ ხელი შეუწყო მიგრაციის საკითხებზე ცოდნის გაღრმავებას.

ღონისძიების ორგანიზებისთვის განსაკუთრებული მადლობა მოქალაქეობის კლუბის ხელმძღვანელს, ქრისტინე ღონღაძეს და ქალბატონ ნინო ხუნძაკიშვილს.

ასეთი ინიციატივები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს მოსწავლეების აქტიურ ჩართვას და ინტერესის გაღვივებას თანამედროვე გლობალური საკითხების მიმართ.




(+995) 032 221 616

(+995) 598 533 077 

(+995) 577 737 344

საქართველო, თბილისი
ვაკე-საბურთალო

ჭავჭავაძის გამზირი #7ა;

ნინო რამიშვილი #6

  • Schoolbook
  • Instagram
  • Facebook
  • Youtube
bottom of page