"AI-სთან მეგობრობა და შენი პირველი კვლევა" - პროექტი „ჩემი ხმა, ჩემი ხედვა“
- gas135791113
- May 7
- 1 min read
7 მაისს, ქართულ-ამერიკულ სკოლაში, გრძელვადიანი პროექტის „ჩემი ხმა, ჩემი ხედვა“ ფარგლებში, გაიმართა საინტერესო ღონისძიება თემაზე: „AI-სთან მეგობრობა და შენი პირველი კვლევა: იდეიდან მოქმედებამდე“.
ღონისძიების მიზანი იყო ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების გაცნობა და მისი გამოყენება რეალურ ცხოვრებაში.
შეხვედრაზე მოწვეული იყვნენ:
თორნიკე ჯანგირაშვილი - Georgian Youth Health Association (GYHA)-ს პრეზიდენტი;
გიგა კიკორია - ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), თსუ-ს, ალტე, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტების ლექტორი;
ზეზვა სანიკიძე - მონაცემთა ანალიზის ოფიცერი, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი (ICRC).
სპიკერებმა ჩაატარეს ინტერაქციული ლექციები და შესთავაზეს მოსწავლეებს გუნდური ვორქშოპი, რომელიც გულისხმობდა ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას რეალურ კვლევებში.
შეხვედრის ორგანიზატორი: ეკატერინე ჭუჭულაშვილი