top of page

ჯადოსნური სტუმარი-სანტა

ქართულ-ამერიკულ სკოლაში ნამდვილმა ჯადოსნობამ დაისადგურა – სანტა კლაუსი ლაპლანდიიდან პირდაპირი რეისით გვესტუმრა!

სანტას ჩამოსვლამდე, მისი დამხმარე ელფებმა ბავშვებთან ერთად ბევრი იმხიარულეს, ითამაშეს და იცეკვეს.

  ბავშვები აღფრთოვანებით ელოდნენ სანტას გამოჩენას და მას ბედნიერი ღიმილითა და თბილი ჩახუტებით დახვდნენ. სანტამ თითოეულ პირველკლასელს საჩუქარი გადასცა და სამახსოვრო სურათები გადაიღო.

ჩვენი საყვარელი სანტა სხვა კლასების მოსწავლეებსაც მიეგება, მთელი სკოლა მოიარა და ბავშვებს ტკბილეული დაურიგა.

  ეს დღე სიხარულით, ბედნიერებითა და ახალი წლის მოლოდინით აივსო. სანტამ კი დაპირება დაგვიტოვა, რომ მომავალი წელი კიდევ უფრო ჯადოსნური და სასიხარულო იქნება!



(+995) 032 221 616

(+995) 598 533 077 

(+995) 577 737 344

საქართველო, თბილისი
ვაკე-საბურთალო

ჭავჭავაძის გამზირი #7ა;

ნინო რამიშვილი #6

  • Schoolbook
  • Instagram
  • Facebook
  • Youtube
bottom of page