ხელნაკეთი ტკბილეულის საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა
- gas135791113
- Feb 21
- 1 min read

ჩვენი მე-7 კლასის მოსწავლეებმა – ანასტასია მაჰბუბ შაჰმა, კატო ივანიძემ და გაბრიელ ჭანტურიამ – საკუთარი ინიციატივით მოაწყვეს პატარა საქველმოქმედო აქცია.
მოსწავლეებმა სახლში მოამზადეს ტკბილეულობა და ნამცხვრები, შემდეგ კი სკოლაში, შესვენებაზე, გამართეს გამოფენა-გაყიდვა.
შეგროვებული თანხით მათ შეიძინეს სურსათი და პირველადი მოხმარების ნივთები, რათა დახმარებოდნენ ერთ-ერთ გაჭირვებულ ოჯახს.
აღსანიშნავია, რომ სკოლის ეკო კლუბი აქტიურად თანამშრომლობს საქველმოქმედო ფონდთან „შენთან ვარ“, რომლის საშუალებითაც მოვიძიეთ ამ ოჯახის საკონტაქტო ინფორმაცია.
ქართულ-ამერიკული სკოლა ყოველთვის გვერდით უდგას მსგავს სამოქალაქო ინიციატივებს და მხარს უჭერს მოსწავლეების ჩართულობას საზოგადოებრივი კეთილდღეობის საქმეში.
ეს პატარა, მაგრამ უდიდესი გულისხმიერების გამოვლინებაა! ვამაყობთ ჩვენი მოსწავლეებით და მათი კეთილი წამოწყებით! სიკეთე გადამდებია