შიდა სასკოლო ჩემპიონატი კალათბურთში
- gas135791113
- Mar 5
- 1 min read

ქართულ-ამერიკული სკოლა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და ხელს უწყობს მოსწავლეთა ფიზიკურ აქტივობასა და სპორტულ განვითარებას.
მოსწავლეთა თვითმმართველობის ინიციატივით ჩატარდა შიდა სასკოლო ჩემპიონატი კალათბურთში მე-8 და მე-9 კლასების შორის.
სკოლა ყოველთვის მხარს უჭერს თვითმმართველობის იდეებს და მოტივაციას აძლევს მოსწავლეებს, იყვნენ აქტიურები და განავითარონ ორგანიზატორული უნარები.
ფინალურ მატჩში ერთმანეთს შეხვდნენ მე-9(2) და მე-8(2) კლასების გუნდები. დაძაბულ და ემოციურ ბრძოლაში მე-9(2) კლასის გუნდმა გაიმარჯვა ანგარიშით 34-30!
ჩემპიონი – მე-9 (2) კლასის გუნდი:
ალექსანდრე თავართქილაძე, ალექსანდრე სახვაძე, დავით მეძველია,ანდრია მაზმიშვილი, ლუკა ომიაძე, დავით გრიგალაშვილი მე-2 ადგილი – მე-8(2) კლასის გუნდი
მე-3 ადგილი – მე-9(3) კლასის გუნდი
მადლობა ყველა მონაწილეს შესანიშნავი თამაშისთვის!
ორგანიზატორები: გიორგი მანდარია და გიორგი ხარბედია
პედაგოგები: ლევან დემეტრაშვილი და ანა რურუა