შეხვედრა პირველი კლასის მოსწავლეთა მშობლებთან
15-17 ნოემბერს, ქართულ-ამერიკულ სკოლაში გაიმართა მშობლების შეხვედრა სკოლის ფსიქოლოგებთა, თემაზე: „პირველკლასელთა სკოლასთან ადაპტაცია“.
შეხვედრა მიზნად ისახავდა მშობლების ცნობიერების ამაღლებას, ბავშვის სკოლასთან ადაპტაციის საკითხთან დაკავშირებით.
შეხვედრის ფარგლებში განხილული იყო 6 წლის ბავშის განვითარების ასაკობრივი თავისებურებები, სკოლასთან წარმატებული ადაპტაციის სახეები, წარუმატებელი ადაპტაციის ნიშნები და მათი გამომწვევი მიზეზები.
შეხვედრა დატვირთული იყოს ხავდასხვა აქტივობით და ატარებდა ინტერაქციულ ხასიათს. მშობლები აქტიურად ჩაერთვნენ დისკუსიაში და გამოავლინეს საკითხის მიმართ ინტერესის მაღალი დონე.
მშობლებმა მიიღეს პტრაქტიკული რეკომენდაციები, ბავშვის სკოლასთან ადაპტაციის პროცესის ეფექტურად წარმართვის საკითხთან დაკავშირებით.
შეხვედრას უძღვებოდნენ ქართულ-ამერიკული სკოლის ფსიქოლოგები: ნინო ფირცხალაიშვილი და ანი ასათიანი
მსგავსი ტიპის შეხვედრები მომავალშიც გაიმართება