ღია გაკვეთილები I კლასებში
- gas135791113
- Dec 21, 2024
- 1 min read

ქართულ-ამერიკულ სკოლაში პირველ კლასებში გაიმართა ღია გაკვეთილები
პატარა მოსწავლეებმა დიდი ენთუზიაზმით და სიამაყით წარმოაჩინეს ინგლისურ ენაში შეძენილი ცოდნა. მათ მრავალფეროვანი ნომრებით – ცეკვით , სიმღერებით , ლექსებით და ინტერაქტიული თამაშებით – გაახალისეს დამსწრე მშობლები.
აქტივობებში მშობლებიც ჩაერთვნენ და ჟესტებით წარმოჩენილი ემოციებით განსაკუთრებული სითბო და მხიარულება შემატეს ღონისძიებას.
ყოჩაღ პირველკლასელებს და მათ პედაგოგებს შრომისა და მონდომებისთვის!