top of page
Search

ქართულ-ამერიკულ სკოლაში ინოვაციები რეალობად იქცევა!

 


 

ქართულ-ამერიკულ სკოლაში ახალი ტექნოლოგიები და STEM განათლება პრაქტიკულ ცხოვრებაში ინერგება!

   ჩვენი მე-8 კლასის მოსწავლეების - სანდრო წითლიძის, ბესო ბესელიას და ლევან ბეგიაშვილის - პროექტმა ,,იმედის დილის” რუბრიკის „გამომგონებლების“ ყურადღება მიიპყრო.

 გადამღები ჯგუფი ესტუმრა ჩვენს სკოლას, რათა მოემზადებინა სიუჟეტი STEM პროექტ „ჭკვიანი პარკინგის“ აპლიკაციაზე, რომელსაც ჩვენი სკოლის ნიჭიერი მერვეკლასელები ქმნიან STEM მიმართულების მენტორების, დემეტრე საზონოვის და გოგა სუქნიძის, ხელმძღვანელობით.


 როგორ იმუშავებს სისტემა?


პროექტი მიზნად ისახავს ხელოვნური ინტელექტის, სენსორებისა და კამერების გამოყენებით მძღოლებისთვის თავისუფალი საპარკინგე ადგილების პოვნას ,,ლაივ” რუკაზე.

 

პროექტი ჯერ კიდევ განვითარების ეტაპზეა, მაგრამ მისი პროტოტიპი უკვე შექმნილია და გუნდი აქტიურად მუშაობს გაუმჯობესებაზე!


 გაეცანით სიუჟეტს და გაიგეთ მეტი ჩვენი ნიჭიერი მოსწავლეების ინოვაციური იდეის შესახებ!


 ქართულ-ამერიკული სკოლა - ადგილი, სადაც იზრდებიან ლიდერები.






(+995) 032 221 616

(+995) 598 533 077 

(+995) 577 737 344

საქართველო, თბილისი
ვაკე-საბურთალო

ჭავჭავაძის გამზირი #7ა;

ნინო რამიშვილი #6

  • Schoolbook
  • Instagram
  • Facebook
  • Youtube
bottom of page