სტუმრებმა მოსწავლეებს პირველადი გადაუდებელი დახმარების წესები გააცნეს. შეხვედრა მოიცავდა როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ ნაწილს.
მოსწავლეებმა მულაჟის დახმარებით ივარჯიშეს გულ-ფილტვის რეანიმაციაზე, ასევე ისწავლეს მასიური სისხლდენის შეჩერების გზები.
შეხვედრა სამოქალაქო განათლების პროექტების ფარგლებში მე-10 კლასმა დააორგანიზა. აღსანიშნავია, რომ პოექტის ფარგლებში ორგანიზაცია აისის წარმომადგენლები სკოლას “მოხალისის” სტატუსით სტუმრობდნენ, რისთვისაც მადლობას ვუხდით მათ.

