დღეს კიდევ ერთი გამორჩეული კურსდამთავრებულის წარმატების ისტორიას გაგაცნობთ. კესო ჯორჯიაშვილმა შარშან დაამთავრა ქართულ-ამერიკული სკოლა და მხოლოდ სკოლაში მიღებული ცოდნით, რეპეტიტორების გარეშე, საქართველოს მასშტაბით ყველაზე მაღალი ქულებით, 100% იანი დაფინანსებით, თავისუფალ უნივერსიტეტში ჩაირიცხა.
დღეს კესო საკუთარ სკოლას სტუმრობდა და უფროსკლასელებთან შეხვედრისას მოტივაცივაციისა და წარმატების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
“უანრჩვევები, რომლებიც ქართულ-ამერიკულმა სკოლამ შემძინა, ძალიან გამომადგა სტუდენტობისას. ხშირად მდომებია სხვა ბავშვებივით გართობა და დროს უდარდელად გატარება, თუმცა ყოველთვის ვერეოდი საკუთარ თავს და საქმესა და სწავლაზე წინ არაფერი დამიყენებია. ამიტომაც გირჩევთ გამოიყენოთ ბოლომდე ის შესაძლებლობები, რასაც სკოლა გაძლევთ, შემდეგ მადლობას ეტყვით მასწავლებლებსაც და საკუთარ თავსაც. სიბეჯითეს და დროის აზრიანად გამოყენებას ყოველთვის მოაქვს შედეგი და სულ მალე ალბათ თქვენც მოუყვებით სხვებს, როგორ მივაღწიოთ წარმატებას”.
სულ ახლახანს კესო იმ 12 წარჩინებულ სტუდენტს შორის მოხვდა, რომლებიც იტალიის ქალაქ ნეაპოლში, საფეხბურთო კლუბ ნაპოლის თამაშზე გაემგზავრა და უკვე ლეგენდად ქცეულ ფეხბურთელს, ხვიჩა კვარაცხელიას შეხვდა. ის ახლახანს გალფის სტიპენდიანტიც გახდა და თვეში 300 ლარის ოდენობით ხელფასი დაენიშნა.
გვჯერა, რომ ახალგაზრდა წარმატებული სტუდენტი, რომელიც თავისუფალი უნივერსიტეტის მართვისა და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტზე სწავლობს, სასწავლელის დამთავრების შემდეგ საკუთარ წვლილს ქვეყნის განვითარებაშიც შეიტანს.
ვულოცავთ კესოს წარმატებას! დარწმუნებულები ვართ ქართულ-ამერიკული სკოლა კიდევ მრავალჯერ იამაყებს მისი მიღწევებით!