ქართული ენის კვირეული – „დედაენა ჩვენი საგანძურია“
- gas135791113
- Apr 14
- 1 min read
ქართული ენის კვირეულის ფარგლებში, ქართულ-ამერიკული სკოლის III კლასებში ჩატარდა საინტერესო და შემეცნებითი აქტივობა თემაზე „დედაენა – ჩვენი საგანძური“.
დაწყებითი კლასების პედაგოგებმა — თამარ ბოჭორიშვილმა, ეკატერინე მაკარიძემ, ლელა ღლონტმა და მარიამ ღუბელაძემ — მოსწავლეებს უამბეს, თუ რატომ აღვნიშნავთ საქართველოში ამ მნიშვნელოვან დღეს.
გაკვეთილი მიეძღვნა ქართული ენისა და ანბანის უნიკალურობას, მისი შექმნისა და განვითარების ისტორიას.
მოსწავლეებმა დიდი ინტერესით შეავსეს კროსვორდი, იმსჯელეს ბარბარიზმებზე და გაიაზრეს, თუ რატომ არის ქართული ენა ჩვენი ეროვნული საგანძური, რომლის დაცვაც და შენარჩუნებაც თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა!
დედაენა და ანბანი – ეს ჩვენი იდენტობა, ჩვენი ფესვები და მომავალია!