top of page

სტუმარი - საბავშვო წიგნების ავტორი თამარ ფხაკაძე

  • Feb 17
  • 1 min read

17 თებერვალს ქართულ-ამერიკული სკოლა განსაკუთრებულ სტუმარს მასპინძლობდა - საბავშვო წიგნების ავტორს და ბავშვების უსაყვარლეს მწერალს, თამარ ფხაკაძეს. | შეხვედრისას, მწერალმა ჩვენს მესამეკლასელებს სასიხარულო ამბავი გაუზიარა - მათი საყვარელი გმირის, მარსიას, ახალი თავგადასავლის გაგრძელებაზე მუშაობს. ბავშვებმა ავტორს სიუჟეტის განვითარების საკუთარი საინტერესო იდეები შესთავაზეს, წაუკითხეს მათ მიერ მოფიქრებული ჯადოსნური შელოცვები, დაუსვეს უამრავი კითხვა და სიყვარულით დახატული პორტრეტი აჩუქეს.


შეხვედრა ტრადიციისამებრ ავტოგრაფებითა და სამახსოვრო ფოტოებით დასრულდა.

ქართულ-ამერიკულ სკოლას ხშირად სტუმრობენ საბავშვო მწერლები და პოეტები , რაც მოსწავლეებში წიგნის კითხვის სიყვარულის გაღვივებას ისახავს მიზნად.


 
 

(+995) 032 221 616

(+995) 598 533 077 

(+995) 577 737 344

საქართველო, თბილისი
ვაკე-საბურთალო

ჭავჭავაძის გამზირი #7ა;

ნინო რამიშვილი #6

  • Schoolbook
  • Instagram
  • Facebook
  • Youtube
bottom of page