სტუმარი - ისტორიის მკვლევარი გიორგი ჯავახიშვილი
- gas135791113
- Mar 6
- 1 min read

ქართულ-ამერიკულ სკოლას ისტორიის მკვლევარი გიორგი ჯავახიშვილი ესტუმრა!
ახალგაზრდა მეცნიერმა მოსწავლეებთან საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაზე, ჩვენს ქვეყანაში ჩატარებულ პირველ არჩევნებზე და ქართული ჯარის შექმნაზე ისაუბრა.
ისტორიკოსმა 1921 წლის 12-25 თებერვლის პერიოდიც მიმოიხილა და კოჯრისა და ტაბახმელას ბრძოლებში დაღუპულ გმირებზე ისაუბრა.
საინტერესო ლექცია კითხვა-პასუხის რეჟიმში დასრულდა.
ქართულ-ამერიკულ სკოლას რეგულარულად სტუმრობენ სხვადასხვა დარგის ცნობილი და გამორჩეული სპეციალისტები, რომლებიც მოსწავლეებს საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას უზიარებენ.