
განათლების პოლიტიკის სპეციალისტი გიორგი არზიანი ქართულ-ამერიკულ სკოლაში
ქართულ-ამერიკულ სკოლას ეკო კლუბის მოწვევით ესტუმრა განათლების პოლიტიკის სპეციალისტი და კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი გიორგი არზიანი.
მან განიხილა განათლების სისტემები, მდგრადი განვითარების მიზნები და მოსწავლეების როლი სასკოლო ცხოვრებაში. ბავშვებმა თავიანთი იდეები წარმოადგინეს, თუ როგორ გააუმჯობესებდნენ სასწავლო გარემოსა და განათლების სისტემას.
დისკუსიამ კიდევ უფრო გააძლიერა მათი სურვილი, მეტად ჩაერთონ სასკოლო ცხოვრებაში და გახდნენ პოზიტიური ცვლილებების ინიციატორები.