top of page

სპორტი და ეკო-ინიციატივები ქართულ-ამერიკულ სკოლაში




ქართულ-ამერიკულ სკოლას ეკო-კლუბის მოწვევით ესტუმრა ბატონი ანატოლი კორეპანოვი, ორგანიზაცია "სპორტი განვითარებისთვის - საქართველო (Sport for Development - Georgia)-ს დამფუძნებელი.


შეხვედრის ფარგლებში, მან ისაუბრა სპორტის მნიშვნელობაზე ყოველდღიურ ცხოვრებაში და გააცნო მოსწავლეებს ორგანიზაციის მიერ განხორციელებული სპორტული აქტივობები.


ბატონმა ანატოლიმ თავის გუნდთან ერთად მოსწავლეებს შესთავაზა სახალისო სპორტული ქვესტი, რომელიც გაიმართა სკოლის დარბაზში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით. ღონისძიება გამოირჩეოდა ენერგიული და სახალისო ატმოსფეროთი.

ეკო-კლუბის მსგავსი ინიციატივები ხელს უწყობს მოსწავლეთა არა მხოლოდ ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, არამედ მათ მრავალმხრივ განვითარებასა და სასკოლო ცხოვრებაში ჩართულობის ზრდას.


 ქართულ-ამერიკული სკოლა მადლობას უხდის ბატონ ანატოლისა და მის გუნდს შთამაგონებელი და აქტიური ღონისძიებისთვის და იმედს გამოთქვამს, რომ მსგავსი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.





(+995) 032 221 616

(+995) 598 533 077 

(+995) 577 737 344

საქართველო, თბილისი
ვაკე-საბურთალო

ჭავჭავაძის გამზირი #7ა;

ნინო რამიშვილი #6

  • Schoolbook
  • Instagram
  • Facebook
  • Youtube
bottom of page