top of page

 სესია მენტალურ ჯანმრთელობაზე


ქართულ-ამერიკულ სკოლაში ორგანიზაციული ფსიქოლოგიის ტრენერმა ბექა ბერიძემ მოსწავლეებთან ერთად განიხილა მენტალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიცაა:

  •  სტრესი და მისი გავლენა ადამიანის ფსიქიკაზე

  •  ადიქტური ქცევა

  •  კვებითი აშლილობები

  •  ძილის დარღვევები

  ინტერაქტიული შეხვედრის ფარგლებში, მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაესვათ ფსიქოლოგიური ხასიათის საინტერესო კითხვები და სპიკერის დახმარებით მიეღოთ ამომწურავი პასუხები.|

 სესიის დასასრულს სოციალური მხარდაჭერის თემაზე ჯგუფური აქტივობაც გაიმართა, რომელმაც კიდევ უფრო გააღრმავა მოსწავლეთა ცოდნა და გაააქტიურა მათი ჩართულობა.

 შეხვედრის ინიციატორი და ორგანიზატორი იყო ინგლისური ენის მასწავლებელი დიანა გაბისონია, რომლის ხელმძღვანელობით მოსწავლეებმა მოამზადეს მოხსენებები ადიქციების თემაზე.





(+995) 032 221 616

(+995) 598 533 077 

(+995) 577 737 344

საქართველო, თბილისი
ვაკე-საბურთალო

ჭავჭავაძის გამზირი #7ა;

ნინო რამიშვილი #6

  • Schoolbook
  • Instagram
  • Facebook
  • Youtube
bottom of page