top of page

საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა

  ქართულ-ამერიკული სკოლის ესთეტიკის კათედრის ორგანიზებით გაიმართა საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა, რომელშიც სასკოლო საზოგადოება დიდი სიხარულითა და ენთუზიაზმით ჩაერთო.

გამოფენა-გაყიდვიდან შემოსული თანხით შეძენილ იქნა სურსათი და პირველადი საჭიროების ნივთები, რომლებიც გადაეცა მრავალშვილიან სოციალურად დაუცველ ოჯახებს.

 ხარება — ახალი ცხოვრების, იმედისა და ბედნიერი მოლოდინის დღესასწაული — განსაკუთრებულად შეეხამა ამ კეთილშობილურ ინიციატივას.

აღსანიშნავია, რომ ქართულ-ამერიკული სკოლა აქტიურად უწყობს ხელს მოსწავლეებში სოციალური პასუხისმგებლობის განვითარებას.



(+995) 032 221 616

(+995) 598 533 077 

(+995) 577 737 344

საქართველო, თბილისი
ვაკე-საბურთალო

ჭავჭავაძის გამზირი #7ა;

ნინო რამიშვილი #6

  • Schoolbook
  • Instagram
  • Facebook
  • Youtube
bottom of page