საფეხმავლო ტური - საბჭოთა ოკუპაციის კვალდაკვალ
- gas135791113
- Feb 28
- 1 min read

ქართულ-ამერიკული სკოლის მოქალაქეობის კლუბის „თაობის ხმა“ ორგანიზებით და საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიასთან თანამშრომლობით, 28 თებერვალს, სკოლის მოსწავლეებისთვის გაიმართა საფეხმავლო ტური , საქართველოს საბჭოთა რუსეთის მიერ ოკუპაციის პერიოდის შესახებ.
მონაწილეებმა ტურის განმავლობაში მიიღეს ინფორმაცია:
საქართველოს დამოუკიდებლობის მიღების პერიოდზე;
1921 წლის თებერვალში საბჭოთა რუსეთის მიერ ქვეყნის ოკუპაციაზე;
სტალინის როლზე ამ მოვლენებში;
1921 წლის თებერვალ-მარტის საქართველო-რუსეთის ომზე;
საბჭოთა საოკუპაციო ხელისუფლების პირველ ქმედებებზე, მათ შორის 1924 წლის აჯანყებაზე
მოსწავლეებმა მოინახულეს ამ მოვლენებთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ისტორიული ობიექტები, რაც დაეხმარათ ისტორიის გააზრებასა და კრიტიკული ხედვის განვითარებაში.
გვჯერა, რომ მსგავსი აქტივობები ხელს შეუწყობს მოქალაქეობრივი თვითშეგნების ამაღლებასა და ისტორიის გაანალიზებას, რაც აუცილებელი წინაპირობაა დემოკრატიული და განვითარებული სახელმწიფოს მშენებლობისთვის!