top of page

🌟სამოქალაქო განათლების პროექტების ფარგლებში ჩვენს სკოლაში კიდევ ერთი აქტივობა განხორციელდა. ამჯერად მეათე პირველმა კლასმა უმასპინძლა "კლუბ სინერგიის" წარმომადგენლებს.

კლუბი სინერგია ფსიქოსოციალური ცენტრია, რომელიც ძირითადად მოზარდებთან და ახალგაზრდებთან მუშაობს. მოსწავლეებმა მათი პროექტის თემად ფსიქიკური ჯანმრთელობა და მასზე ზრუნვის მნიშვნელობა შეარჩიეს.

პროექტის ფარგლებში თავად დაუკავშირდნენ აღნიშნულ ორგანიზაციას და სთხოვეს მათთვის საინფორმაციო შეხვედრა ჩაეტარებინათ. კლუბი სინერგია დათანხმდა შეხვედრის ორგანიზებას.

ფსიქოლოგები რუსუდან ბადრიაშვილი და ანა ჯანიკაშვილი და სოციალური მუშაკი ანი ასლანიშვილი ეწვივნენ სკოლას და მოსწავლეებს ინტერაქციული შეხვედრა ჩაუტარეს. მათ აუდიტორიას გააცნეს ფსიქიკური ჯანმრთელობაზე ზრუნვის ხერხები, მოსწავლეებს კი საშუალება ჰქონდათ დაესვათ შეკითხვები და გამოეთქვათ საკუთარი მოსაზრებები. სტუმრებმა მზადყოფნა გამოთქვეს რომ მომავალშიც ითანამშრომლონ სკოლასთან.




Comments


bottom of page