top of page

სამოქალაქო განათლების პროექტების ფარგლებში

 სამოქალაქო განათლების პროექტების ფარგლებში, მოსწავლეები არაერთ აქტივობას გეგმავენ, მე-10-3 კლასის მოსწავლეებმა საპროექტო თემად ძალადობის შესახებ სასკოლო საზოგადოების ცნობიერების ამაღლება აირჩიეს.

 მათი პირველი აქტივობა კვლევა იყო, მათ თანატოლებში კვლევა ჩაატარეს, რათა გაეგოთ რამდენად ფლობდნენ ისინი ინფორმაციას ძალადობის სხვადასხვა ფორმისა და მათთან გამკლავების გზებზე.

 კვლევის ჩატარების შემდეგ პროექტის ორგანიზატორები დაუკავშირდნენ სოციალური მუშაობის მაგისტრს, თსუს მოწვეულ ლექტორს ირმა ბებერაშვილს და სთხოვეს რომ მოსწავლეებისთვის საინფორმაციო შეხვედრა ჩაეტარებინათ.

 სტუმარი შეხვდა დაინტერესებულ მოსწავლეებს და შეხვედრაზე განხილული იყო ძალადობის სხვადასხვა ფორმა, მათი ნიშნები, მათთან გამკვალების გზები. შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა და მოსწავლეებს საშუალება ჰქონდათ დაესვათ მათთვის საინტერესო შეკითხვები.



(+995) 032 221 616

(+995) 598 533 077 

(+995) 577 737 344

საქართველო, თბილისი
ვაკე-საბურთალო

ჭავჭავაძის გამზირი #7ა;

ნინო რამიშვილი #6

  • Schoolbook
  • Instagram
  • Facebook
  • Youtube
bottom of page