საერთაშორისო პროექტები ქართულ-ამერიკულ სკოლაში

საერთაშორისო პროექტები ქართულ-ამერიკულ სკოლაში

1-6 მარტის განმავლობაში ProActive Group Georgia-ს მხარდაჭერით 5 ახალგაზრდა და ჯგუფის ლიდერი მონაწილებდნენ Erasmus+ პროექტში: STAY SAFE, რომელიც ჩატარდა რუმინეთში. პროექტი, რომელიც 5 ქვეყნის 30 ახალგაზრდას აერთიანებდა - იტალია, თურქეთი, რუმინეთი, საქართველო და სომხეთი, მიზნად ისახავდა "კიბერბულინგის შესახებ ცოდნისა და ცნობიერების ამაღლებას“. მონაწილეებს, ასევე, საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ სხვადასხვა ქვეყნის კულტურას ინტერკულტურულ საღამოებზე. პროექტს უმასპინძლა განათლების საერთაშორისო ცენტრმა რუმინეთში. პროექტში მონაწილეობდა ქართულ- ამერიკული სკოლის ერთ-ერთი წარმატებული მოსწავლე საბა გოგოლაძე.