საგანმანათლებლო ვიზიტი – ანა თოდუას პერსონალურ გამოფენაზე!
- gas135791113
- May 10
- 1 min read
ქართულ-ამერიკული სკოლის რუსული ენის კლუბის საქმიანობის ფარგლებში გაიმართა გასვლითი ღონისძიება. GAS-ელები, პედაგოგ ეკატერინე ჭუჭულაშვილის ხელმძღვანელობით, ესტუმრნენ ახალგაზრდა ფერმწერის, ანა თოდუას პირველ პერსონალურ გამოფენას, რომელიც სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა.
კლუბის მიმდინარე პროექტი — „ხელოვნება და ფერწერა“ ეხმიანებოდა ღონისძიების თემატიკას. ბავშვებს მიეცათ შესაძლებლობა პირადად გაეცნოთ ახალგაზრდა ხელოვანი და მისი ნამუშევრები.
აღსანიშნავია, რომ ფერმწერი ანა თოდუა ჩვენი პედაგოგის, დიანა გაბისონიას ქალიშვილია.
ვულოცავთ ანას და დიანას ამ წარმატებას!