top of page

საბავშვო მწერალი - გიორგი ჭაუჭიძე სტუმრად GAS-ში

  


ქართულ-ამერიკულ სკოლას ესტუმრა საბავშვო მწერალი და მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 2019 წლის გამარჯვებული – გიორგი ჭაუჭიძე.    

  მესამე კლასელებთან შეხვედრა “დიიდი ნუნუს” განხილვას დაეთმო.  სიუჟეტი მეორე კლასელ გოგონაზეა. ბევრი ამბავი სასკოლო ცხოვრებიდან არის აღებული და მოსწავლეებშიც დიდი მოწონება გამოიწვია.    

პატარა GAS-ელემბა მწერალი თემატური დიორამით, მთავარ პერსონაჟთან წერილებით და გამოძერწილი გმირებით გაახარეს. მოსწავლეებმა არაერთი სახალისო კითხვა დასვეს და მწერალს “დიიდი ნუნუს” გასაგრძელებლად იდეებიც შესთავაზეს.     

 შეხვედრის ბოლოს მოსწავლეებმა საყვარელ მწერალთან ბევრი ფოტო გადაიღეს , წერილები დაუწერეს  და ავტოგრაფებიც მიიღეს.   

 ქართულ-ამერიკულ სკოლას რეგულარულად სტუმრობენ საბავშვო მწერლები და პოეტები. მათთან შეხვედრის მიზანი მოსწავლეებში წიგნიერების დონის ამაღლება და წიგნის კითხვის პოპულარიზაციაა.    




(+995) 032 221 616

(+995) 598 533 077 

(+995) 577 737 344

საქართველო, თბილისი
ვაკე-საბურთალო

ჭავჭავაძის გამზირი #7ა;

ნინო რამიშვილი #6

  • Schoolbook
  • Instagram
  • Facebook
  • Youtube
bottom of page