top of page

პროექტი "მოგზაურობა კოსმოსში"


ქართულ-ამერიკული სკოლის მესამე კლასებში განხორციელდა გრძელვადიანი პროექტი „მოგზაურობა კოსმოსში”.

 პროექტის ფარგლებში მოსწავლეები ეწვივნენ ციფრულ მუზეუმს და გაიღრმავეს ცოდნა კოსმოსის შესახებ.

 პროექტი ინტეგრირებული იყო სხვადასხვა საგნებთან, როგორიცაა ქართული ენა, მუსიკა, ხელოვნება და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები.

  ასეთი მიდგომა დაეხმარა მოსწავლეებს სხვადასხვა საგნობრივი ცოდნის ერთმანეთთან დაკავშირებასა და ახალი უნარების შეძენაში.


 პროექტის განსაკუთრებული ნაწილი იყო STEM პროგრამის დანერგვა.

 მოსწავლეებმა შეისწავლეს ელექტრული წრედის მუშაობის პრინციპები და პრაქტიკულად განახორციელეს ექსპერიმენტები.

 პროექტის დასასრულს მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს შემაჯამებელ პრეზენტაციაში, სადაც მოწვეულ მშობლებს გააცნეს საკუთარი ნაშრომები და გამართეს პატარა თეატრალური წარმოდგენა კოსმოსის თემაზე.


 დასკვნით ნაწილში მოსწავლეებმა წარმოადგინეს მზის სისტემის ხელნაკეთი მოდელები და  ელექტრული წრედის მეშვეობით ჩატარებული ექსპერიმენტები, რომლებიც ნათლად წარმოაჩენდა მათ მიერ მიღებულ ცოდნასა და უნარებს.

 გარდა იმისა, რომ სახალისო იყო ღონისძიებაში მშობლებისა და მასწავლებლების მონაწილეობა, მათმა ჩართულობამ მნიშვნელოვნად გააძლიერა მოსწავლეების მოტივაცია და აამაღლა პროექტის მნიშვნელობა.


 „მოგზაურობა კოსმოსში“ იქცა წარმატებულ პროექტად, რომელმაც ბავშვებს მისცა უნიკალური შესაძლებლობა:  შეეძინათ ახალი ცოდნა,  გამოევლინათ კრეატიულობა და  განევითარებინათ გუნდური მუშაობის უნარები.


(+995) 032 221 616

(+995) 598 533 077 

(+995) 577 737 344

საქართველო, თბილისი
ვაკე-საბურთალო

ჭავჭავაძის გამზირი #7ა;

ნინო რამიშვილი #6

  • Schoolbook
  • Instagram
  • Facebook
  • Youtube
bottom of page