„პიროვნული განვითარება და დროის მენეჯმენტი“
- gas135791113
- Oct 20
- 1 min read
ქართულ-ამერიკული სკოლის ამერიკული სადიპლომო პროგრამის მე-10 კლასის მოსწავლეებმა წარმატებით დაასრულეს 3-დღიანი საგანმანათლებლო პროექტი „პიროვნული განვითარება და დროის მენეჯმენტი“, რომელიც გაიმართა სასტუმრო Wald Hotel Lagodekhi-ში.
პროექტის ფარგლებში მოსწავლეები მონაწილეობდნენ ვორქშოპებში, სადაც განიხილეს პიროვნული ზრდის მნიშვნელობა და დროის ეფექტური მართვის სტრატეგიები. ინტერაქციული სესიები წარიმართა ქეთი გორდეზიანის ხელმძღვანელობით.
სწავლასთან ერთად იყო ბევრი პოზიტივი და გუნდურობა — სამაგიდო თამაშების საღამო და სახალისო გაუნდური თამაშები. ტრენერი: გიორგი ბეჟანიშვილი.
პროექტის დასასრულს მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.
პროექტის ორგანიზატორი პედაგოგები: ეკა რიგვავა, მაგდა ბატიაშვილი და მერი ციმაკურიძე.
ქართულ-ამერიკული სკოლა მუდმივად ზრუნავს მოსწავლეთა განვითარებაზე — რადგან ჩვენთან მიღებული ცოდნა და გამოცდილება თითოეული მოსწავლის წარმატებული მომავლის საფუძველია!
.png)















































