პატარა ნაბიჯები - დიდი საქმეები!
- gas135791113
- May 8
- 1 min read
Updated: May 21
ქართულ-ამერიკული სკოლის ეკოკლუბელებმა, ლიკა მესხის ხელმძღვანელობით, პროექტის „ჩემი ხმა, ჩემი ხედვა“ ფარგლებში ჩაატარა ვორქშოპი თემაზე: „მდგრადი განვითარების მიზნები“.
ეკო-კლუბის ბავშვებმა ისაუბრეს, იმაზე თუ რა არის მდგრადი განვითარება და რატომ არის ის დღეს ასეთი მნიშვნელოვანი.
პრეზენტაციის ბოლოს, "ჩემი ხმა , ჩემი ხედვა"-ს პროექტში ჩართული მოსწავლეები ჯგუფებად გადანაწილდნენ და თითოეულმა ჯგუფმა აირჩია თემა, რომელიც შეესაბამება მდგრადი განვითარების მიზნებს და საფუძვლად დაედება სკოლის პირობებში წამოწყებულ ახალ პროექტს.
ერთად შევქმნათ უკეთესი მომავალი!