
ქართულ-ამერიკული სკოლის მეორე კლასებში ჩატარდა შემაჯამებელი გაკვეთილი „მხიარული მათემატიკა“. მოსწავლეებმა გაკვეთილზე გამოავლინეს შეძენილი ცოდნა.
გაკვეთილის მთავარი გმირი “გრინჩი“ ცდილობდა შობის დღესასწაულის მოპარვას, მაგრამ ჩვენი პატარა მოსწავლეები მის გეგმებს წინ აღუდგნენ! მათ თავიანთი ცოდნა, გუნდური მუშაობა და გამჭრიახობა გამოიყენეს გრინჩის დასამარცხებლად და შობის დღესასწაული გადაარჩინეს.
ეს იყო შემოქმედებითი და მხიარულებით აღსავსე გაკვეთილი, რომელმაც ბავშვებს შობის ჯადოსნური განწყობა და მათემატიკისადმი სიყვარული კიდევ უფრო გაუღრმავა!
გაკვეთილის ბოლოს, გრინჩისგან „გადარჩენილი“ სკივრი მოსწავლეებს ერგოთ, რომელშიც ტკბილეულობა იყო დამალული. მადლობა ჩვენს მათემატიკის პედაგოგებს ასეთი სახალისო აქტივობისთვის!