„მძინარე მზეთუნახავი“
- gas135791113
- Dec 24, 2024
- 1 min read
ქართულ-ამერიკული სკოლის მე-4(2) კლასის მოსწავლეებმა რუსულ ენაზე სპექტაკლი „მძინარე მზეთუნახავი“ წარმოადგინეს. ბავშვებმა თავიანთი ენთუზიაზმითა და შრომით მაყურებლებს სასიამოვნო წუთები აჩუქეს. სპექტაკლი მხიარული და დასამახსოვრებელი გამოდგა როგორც მონაწილეებისთვის, ასევე დამსწრეებისთვის. პედაგოგი: მარინა კობახიძე