
ქართულ-ამერიკული სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა წარადგინეს არაჩვეულებრივი პრეზენტაცია, რომელიც ეძღვნებოდა მსოფლიო საახალწლო ტრადიციებს.
მოსწავლეებმა საინტერესო და ინფორმაციული პრეზენტაციებით გააცნეს ერთმანეთს სხვადასხვა ქვეყნის საახალწლო ჩვეულებები, კერძები, სიმბოლოები და ტრადიციები.
მაგალითად:
იაპონია – სუფთა სახლის ტრადიცია, როგორც ახალი წლის სიმბოლო.
ესპანეთი – თორმეტი ყურძნის მირთმევის ჩვეულება, რომელიც წარმატებას და ბედნიერებას მოასწავებს. იტალია – ძველი ნივთების გადაყრა, რაც ახალ დასაწყისს უკავშირდება.
თითოეული პრეზენტაცია გამოირჩეოდა კრეატიულობით, ენთუზიაზმით და ინფორმაციულობით.